ექსპერტიზა არის გაყალბებული - ნიკა გავრამიას დაკითხვა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 16.02.2017
ნანახია: 1713

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. პროცესი თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა, მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსი და კითხვები ძირითად აქედან გამომდინარეობდა.

„გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა და რატომ ვისაუბრე. მათ ავიწყდებათ რომ ეს გამოძიება არ მიმდინაროებს ქრთამის აღების ან სხვა რაიმე ფაქტზე, არამედ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე. გამოძიება გამოწვლილვით ცდილობს ქრთამის საკითხის გამოკვლევას. ექსპერტიზა არის გაყალბებული. ისინი ცდილობდნენ, რომ მე უნდა გამემხილა წყარო ანუ მესამე პირი, მათი ეს კითხვა დარჩა უპასუხოდ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე