კალიფორნიაში ჩანჩქერი ლავად გადაიქცა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:34 | 16.02.2017
ნანახია: 1574

კალიფორნიის იოსემიტის ეროვნულ პარკში უჩვეულო ფენომენი დაფიქსირდა, რომელმაც ”ცეცხლოვანი ჩანჩქერის” სახელწოდება მიიღო. მზის სხივები ისე ანათებენ ელ-კაპიტანის კლდეზე ჩანჩქერს, რომ ის ლავის ნაკადს გავს.

უჩვეულო სანახაობის ხილვის შანსი პარკის დამთვალიერებლებს თებერვლის ბორლო ორი კვირის განმავლობაში ეძლევათ, როდესაც ჩამავლი მზის სხივები წყლის ნაკადს ეცემა, რაღაც პერიოდის მანძილზე ის კაშკაშა ნარინჯისფერ შეფერილობას იღებს.

როგორც CBS  იუწყება, ეს ფენომენი დამოკიდებულია მთელ რიგ პირობებზე, მათ შორის მოღრუბლულობასა და ჰაერის ტემპერატურაზე, ამიტომ ”ცეცხლოვანი ჩანჩქერის ” ნახვა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე