ვაკეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 16.02.2017
ნანახია: 1148

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე" - განაცხადა ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გვახარიამ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს. სროლის შედეგად „ინტერპოლის“ საქართველოს ბიუროს თანამშრომელი დაიჭრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე