სუიციდი ბათუმში - 22 წლის გოგონამ თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 16.02.2017
ნანახია: 3874

სუიციდის მორიგი შემთხვევა მოხდა ბათუმში. 22 ორი წლის გოგო ხუთსართულიანი კორპუსის მანსარდიდან გადმოხტა - შემთხვევა გორგილაძის და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. 

დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, გოგონა მესამე კურსის სტუდენტი იყო. მათივე ვერსიით, მას ბიჭთან კამათი მოუვიდა. თითქოს დაუძახეს არ გადმომხტარიყო, მაგრამ მაინც გადმოხტა. 

არსებული ინფორმაციით, გოგონა გადმოხტომამდე ტელეფონით, სავარაუდოდ, შეყვარებულს ესაუბრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე