სროლა ვაკეში - დაჭრილია „ინტერპოლის“ თანამშრომელი

საქართველო, თბილისი - 10:02 | 16.02.2017
ნანახია: 2012

სროლა ვაკეში - შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს BMW-ს მარკის ჯიპს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. გავრცელებული ნფორმაციის თანახმად, დაჭრილია „ინტერპოლის“ თანამშრომელი.

დაჭრილს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

საქმის ძიება თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, თუმცა მალევე პროკურატურას გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე