პატრიარქი ორშაბათს საქართველოში დაბრუნდება

საქართველო, თბილისი - 09:58 | 16.02.2017
ნანახია: 1858

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს - პატრიარქი ორშაბათს საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ილია მეორეს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ბერლინში ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, კათალიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის პერიოდში ე.წ. ციანიდის სკანდალი აგორდა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაპირისპირების ნიშნები კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე