გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 14:39 | 15.02.2017
ნანახია: 1255

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მივიდა, რათა იმ დარჩენილ მასალებს გაეცნოს, რომელიც მისი მანქანის აფეთქების საქმეს ეხება.

როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ მისი მანქანის აფეთქება შეკვეთილი იყო.

„პიროვნულად არ მერჩოდნენ, არჩევნებამდე ხალხს ანახეს, ვითარება საშიშიაო“ - განაცხადა თარგამაძემ.

გივი თარგამაძის მანქანის ეფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, რაცაც თარგამაძე არ ეთანხმება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე