გარემოსდამცველებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 11:51 | 15.02.2017
ნანახია: 1070

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთი რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

მცხეთის რაიონში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, განთავსებული იყო 1,6 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი, წიწვოვანი სახეობის 3.8 მ3 დახერხილი ფიცარი, წიფლის სახეობის საშეშე მერქანი 2 მ3 და ნაძვის სახეობის ხე-ტყიდან მიღებული, 1,5 მ3 ფიცარი.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია.

შედგა შესაბამისი ოქმები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე