შსს-მ „რუსთავი 2-ის“ გენდირექტორის მოწმის სახით დაბარების საკითხზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 15.02.2017
ნანახია: 1278

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მოწმის სახით დაბარების საკითხზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. 

იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ნიკა გვარამია თანახმაა დასაკითხად სასამართლოში გამოცხადდეს.- ამის შესახებ განცხადება გვარამიას ადვოკატმა გააკეთა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ტელეკომპანიის დირექტორმა, ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კრიმინალურ პოლიციაში მოწმის სახით მისვლაზე უარი თქვა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. 

საუბარია სოციალურ ქსელებში 3 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზით ადასტუირებს, რომ ჩანაწერი ავთენტურია და „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს ესაუბრება. გვარამია კი მასალას   დამონტაჟებულად აცხადებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე