ირაკლი მამალაძე ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 15.02.2017
ნანახია: 1143

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა და პროკურატურას ჩვენება მისცა. 

მამალაძე ტელეკომპანია ,„რუსთავი 2-სა” და ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გავრცელებული ინფორმაციით, მას, როგორც მოწმეს საფრთხე ექმნება, რის გამოც მამალაძე ჩვენების კიდევ ერთხელ მიცემაზე უარის თქმას არ გამორიცხავს. 

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი განმარტავს, რომ მან ნოდარ მელაძეს ინფორმაცია, როგორც წყარომ, ისე მიაწოდა და მისგან აღნიშნულის გაუვრცელებლობის დაპირება მიიღო. 

მისივე განმარტებით, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი. 

რაც შეეხება მტკიცებულების სახით არსებულ  ჩანაწერს, მამალაძე ამბობს, რომ ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტებით, დანაშაულის მამხილებელი მასალის ჩაწერა კანონდარღვევა არ არის. მამალაძე „რუსთავი 2-ს“- არ უჩივლებს, თუმცა ამბობს, რომ ტელეკომპანიამ ბოდიში უნდა მოუხადოს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე