ნუცუბიძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დედა-შვილის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 15.02.2017
ნანახია: 1240

ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით დედა-შვილის ცხედარი იპოვეს. ისინი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.

მეზობლების თქმით, დედა-შვილი ბოლო დღეებში არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ნათესავებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებს ისინი გარდაცვლილი დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, მათ სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

საქმე გამოძიება  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე