მეუფე პეტრე: შორენა თეთრუაშვილს დამპყრობელი ძალა მფარველობს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 15.02.2017
ნანახია: 1132

„ჩემი აზრით, გარე და სახიფათო ძალა, ანუ დამპყრობელი ძალა, ასე ვთქვათ, მას მხოლოდ მფარველობს, რა დოზითაც მას სჭირდება იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში,“ - განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა,  მეუფე პეტრემ გადაცემა ”არჩევანში”.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის მოწამვლას გეგმავდნენ სასულიერო თუ სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები.

„მე საქართველოში ვერ წარმომიდგენია არათუ სასაულიერო პირი, ადამიანი, რომელმაც გონებაში დაუშვას საქართველოს ეკლესიის საჭეთმპრყრობლის მიმართ ასეთი ვერაგული განზრახვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მისი სახით მრავლად მოიპოვებიან ადამინები, რომლებსაც შეუძლიათ, უღმერთოდ ასეთი ცილისწამებლურიო კამპანია აწარმოონ,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ გადაცემა ”არჩევანში”.

„ის თითქოს იცავს პატრიარქს, თორემ მის გარეშე პატრიარქი შეიძლება, ბევრად ადრე ყოფილიყო გაუგებარ მდგომარეობაში და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. ანუ, ის ერთადერთობა პატრიარქის დაცვისა და ამით პატრიარქზეც გავლენის მოპოვებას ცდილობდა და მიაღწია კიდეც,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ შორენა თეთრუაშვილს ზურგს რუსეთი უმაგრებს, რადგან ის დასაყრდენი ძალაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ერთ-ერთი ეპარქია რუსეთის ეკლესიის იურისდიქციას შეუერთდა, რასაც მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილს უკავშირებს. მისი აზრით, სწორედ შორენა თეთრუაშვილის გამო მოხდა საქართველოს ეკლესიითვის სასიკეთო საქმის ჩაშლა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე