ნიკა გვარამიას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სარწმუნოს ხდის ჩანაწერის ავთენტურობას - გიორგი კახიანმა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 14.02.2017
ნანახია: 1066

ნიკა გვარამიას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სარწმუნოს ხდის ჩანაწერის ავთენტურობას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
“ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა შსს-მ დაადასტურა. თუ ეს ჩანაწერი რეალური და ავთენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის გარკვეული ნიშნები არსებობდა. საუბარში სწორედ ეს იკვეთება. თუ ეს ასე არ არის, სწორი იქნება ბატონი ნიკა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, მისცეს შესაბამისი ჩვენება და რაც სწორია იმაზე ისაუბროს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე