ხანძარი თაბუკაშვილის ქუჩაზე

საქართველო, თბილისი - 17:04 | 14.02.2017
ნანახია: 1221

თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძნელაძის ჩიხში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ,,პრაიმნიუსჯორჯიასთან" საუბრისას თვითმხილველებმა განაცხადეს, ხანძარი სამზარეულოში, გაუმართავმა ელექტრომოწყობილობამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

,,პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, დამწვარია 10 კვადრატამდე ფართი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე