პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს – “ყველაფერი კარგად იქნება”

საქართველო, თბილისი - 16:11 | 14.02.2017
ნანახია: 1138

ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპერაციის შემდეგ პატრიარქის მდგომარეობის შესახებ პირველ კადრებს ავრცელებს.

"მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს პატრიარქი ვიდეოში.

ექიმის შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურს,  რაც შეიძლება დროზე ჩავიდეს საქართველოში​.

სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე