ნიკა გვარამია შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 15:40 | 14.02.2017
ნანახია: 1424

რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა. 

,,გამოკითხვაზე არ მივდივარ. მე არ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპეტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით. თუ სასამართლო ჩათვლის ამას საჭიროდ, მე მზად ვარ გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასმაართლოს მეშვეობით”,- განაცხადა გვარამიამ. 

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე ეხება გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს. 

გვრამია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ 18:00 საათამდე უნდა მივიდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე