დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას გამომძიებლები დღეს გეგმავენ

საქართველო, თბილისი - 14:45 | 14.02.2017
ნანახია: 1274

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას გამომძიებლები დღეს გეგმავენ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების გამომძიებლები რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მისვლას დღეს გეგმავენ.

ამჟამად, მამა გიორგი მამალაძეს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ხვდება. მამალაძესთან შეხვედრას გეგმავს მისი ადვოკატიც. თუმცა, უფლებადამცველის საპყრობილეში მისვლის ზუსტი დრო უცნობია.

„ჩვენ გვინდა, გავარკვიოთ, რამდენად არის დაცული მამა გიორგი მამალაძის უფლებები, რომელიც გადმოყვანილია მე-6 დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულება არის მაღალი რისკის მქონე პატიმრების განსათავსებელი ადგილი.  ჩვენ,  ვალდებული ვართ, გავარკვიოთ ამ ადამიანისგან, ხომ არ აქვს ადგილი მისი უფლებების დარღვევას," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა  ეკა ლომიძემ.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც დაცვის  მხარეც ადასტურებს, მამა გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

დეკანოზი სამართალდამცავებმა მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 დღის წინ დააკავეს.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს პატიმრობა შეეფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე