ბათუმში 4–5 ბალიან შტორმს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 12:58 | 14.02.2017
ნანახია: 1170

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.

მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროება, გზებზე ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე