საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 09:41 | 14.02.2017
ნანახია: 1311

საქართველოს საპატრიარქო კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მამა გოიორგი მამალაძის დაკავების შესახებ განცხდებას ავრცელებს:

,,წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.

სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე