მაია რჩეულიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემს

საქართველო, თბილისი - 09:08 | 14.02.2017
ნანახია: 1236

მაია რჩეულიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემს. 

ადვოკატ მარინა ცუცქირიძის თქმით, ყველა ბრალდება რომელსაც რჩეულიშვილს უყენებენ, აბსურდულია.

„მაია რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, თვითონ მოვიდეს სასამართლოში, ღიად და არსებითად ილაპარაკოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა შეკითხვას გასცეს თვითონ პასუხი,“ - განაცხადა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაია და გუკა რჩეულიშვილებს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე