თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა იწყება

საქართველო, თბილისი - 19:10 | 13.02.2017
ნანახია: 1158

14 თებერვალს, 13.00 საათზე, თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ კომპანია AHT ManCo Ltd-ს დამფუძნებელი  დავით ტვილდიანი და „ინოვა ჯანდაცვის სისტემის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმზ სანტრი.  

საერთაშორისო სტანდარტების  ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.    

მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი #1




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე