საქართველოს ვიზიტით ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 18:19 | 13.02.2017
ნანახია: 1064

13-16 თებერვალს საქართველოს ვიზიტით ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე