მადლობა რუსთავი 2-ს, რომელმაც გახეთქა ეს ამბავი - ჟორჟოლიანი სასულიერო პირის დაკავებაზე

საქართველო, თბილისი - 14:52 | 13.02.2017
ნანახია: 2445

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანაუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება:

ნანუკა ჟორჟოლიანი: მამაოს რომ იარაღი აღმოაჩნდა სახლში არ გამკვირვებია. რამდენიმეს რიტორიკას თუ დავაკვირდებით, სახეზეც თუ შევხედავთ, ჩხრეკის გარეშე მივხვდებით რომ მინიმუმ ცივი იარაღი სახეზეა. მაგრამ ციანიდის ამბავი ცოტა უცნაურია.

ვერ გავიგე, ეს ციანიდი ამხელა გზაზე რატომ უნდა ეტარებინა მამაოს..
საზღვარი,
შემოწმება,
მეტი რისკი...
ანუ, იმ სასულიერო პირს საქართველოში ვერ ნახავდა, ვისთვისაც მიჰქონდა?

და იმედია მამაოს, რომელიც ციანიდით დააკავეს საპროცესო არ გაუფორმდება, სასურველი ჩვენების მისაღებად. პატრიარქს ეხება საქმე. ეს კასრების თემა არ გეგონოთ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლები გარეთ რომ არიან დღეს. ამ საქმეზე მეტი კითხვა იქნება, მეტი ადამიანისგან.

P.s. მადლობა რუსთავი 2-ს. რომელმაც გახეთქა ეს ამბავი. რომ არა Nodar Meladze Giorgi Gabunia ვერაფერს გავიგებდით.

facebook.com - ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე