გოგონა, რომელიც ნაომი კემპბელს გავს, Instagram-ის ვარსკვლავად იქცა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:05 | 13.02.2017
ნანახია: 2138

ლოს-ანჯელესის სკოლის მოსწავლე ლოლა ჩუილი თავისი ულამაზესი გარეგნობის წყალობით Instagram-სენსაციად იქცა.

აფროამერიკელი გოგონა, რომელსაც მოდელის გარეგნობა ქვს Instagram-ზე ”შავი ჰანა მონტანას” სახელით არის დარეგისტრირებული. მის ცხოვრებას 334 ათასი ადამიანი ადევნებს თვალს.

სოციალური ქსელის ახალი ვარსკვლავის ლოლა ჩუილის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ფატქია ცნობილი. ის უფროს კლასში სწავლობს და რვა ენა იცის. გოგონას უჩვეულო გარეგნობა აქვს - ნახშირივით შავი ფერის კანი, თხელი ცხვირი, მაღალი ყვრიმალები და ულამაზესი მსხვილი ტუჩები.

თაყვანიმცემლები ლოლას ახალგაზრდა ნაომი კემპბელს უწოდებენ და მას სამოდელო ბიზნესში წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე