,,პატრიარქი დიდი საფრთხის ქვეშაა... ის არ აწყობს ივანიშვილს" - თამარ ჩხეიძე

საქართველო, თბილისი - 13:18 | 13.02.2017
ნანახია: 3780

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე ეხმაურება:

,,ძალიან მაშფოთებს პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენები. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ილია მეორე ყველაფერში შეუმცდარი ვერ იქნებოდა და ყოველთვის მტკიცეც, მაგრამ ის ზოგადად არის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი და თანმიმდევრული უმთავრეს. - ქართული მიწების რუსეთის მიერ მიტაცებასთან შეუგუებლობის საკითხში და ის არ აწყობთ ზოგადად ბნელ და ამ შემთხვევაში ივანიშვილსა და მის უკან მდგომ ძალებს, მის წინააღმდეგ პერმანენტული კამპანია მიმდინარეობს და იგი დიდი საფრთხის ქვეშაა“, - წერს თამარ ჩხეიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე