ადელს გრემი 5 ნომინაციაში გადაეცა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 13.02.2017
ნანახია: 1713

გრემის დაჯილდოების ტრიუმფატორი ბრიტანელი შემსრულებელი ადელი გახდა. 

29 წლის მომღერალი 5 ნომინაციაში იყო წარდგენილი და ხუთივე ნომინაციაში მთავარი პრიზის მოპოვება მოახერხა. იგი პირველი შემსრულებელია, რომელმაც ალბომისა და სიმღერის ჩანაწერისთვის გრემი ორჯერ აიღო. 

ადელმა გრემი სიმღერისთვის Hello სამ ნომინაციაში: წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის საუკეთესო სოლო წარმოდგენისთვის დაიმსახურა. ხოლო ალბომით „25“ კიდევ ორი გრემი: საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისა და წლის ალბომისთვის მიიღო. 

რაც შეეხება ბიონსეს, მან ”გრემის” პრემია ნომინაციაში ’საუკეთესო მუსიკალური ვიდეო”- Formation-ის კომპოზიციაზე შექმნილი კლიპისთვის მიიღო.

გრემის რიგით 59-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე