საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვა გააძლიერეს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 13.02.2017
ნანახია: 2694

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვა გააძლიერეს და ამაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო ჩართული, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 

ჟურნალისტ ნოდარ მელაძის შეკითხვაზე, "იყო თუ არა ის საქართველოში დაკითხვაზე დაბარების გამო ჩამოსული და რა შეკითხვები ჰქონდა პროკურატურას მასთან," ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა მან ეს ფაქტი არც უარყო.

„ახლა ვიმყოფები ბერლინში, ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, დანარჩენი სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე