მიტროპოლიტი დიმიტრი: პატრიარქის ოპერაციის წინა მონაცემები საიმედოა და ექიმები კარგ შედეგებს პროგნოზირებენ

საქართველო, თბილისი - 10:36 | 13.02.2017
ნანახია: 1193

მიტროპოლიტ დიმიტრის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის ოპერაციის წინა მონაცემები საიმედოა და ექიმები კარგ შედეგებს პროგნოზირებენ.

”08:00 საათზე დაიწყება ოპერაცია. მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. კონტაქტზე გამოდის და ჩვეულებრივად გვაქვს პატრიარქთან ურთიერთობა ”, - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის დაკავებას, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მღვდელმთავრები ინფორმირებულები არიან და ისინი ”ყველანაირ ნდობას უცხადებენ გამოძიებას”. 

ბერლინში ასევე იმყოფებიან ქართველი ექიმებიც, რომლებსაც ოპერაციის წარმატებულად ჩატარების იმედი აქთ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე