”ლა-ლა ლენდი” BAFTA-ს პრემიის ტრიუმფატორი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 13.02.2017
ნანახია: 1512

ამერიკელი რეჟისორის დემიენ შაზელის მიუზიკლი ”ლა-ლა ლენდი” ბრიტანეთის სატელევიზიო და კინოხელოვნების აკადემიამ BAFTA-მ საუკეთესო ფილმად აღიარა. შაზელმა ჯილდო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაშიც მიიღო, საუკეთესო მსახიობად ”ლა-ლა ლედნის” მთავარი როლის შემსრულებელი ემა სტოუნი აღიარეს.

”ლა-ლა ლენდს”  პრემია საკეთესო მუსიკისთვისაც ერგო. ჯილდო გადაეცა მიუზიკლის კომპოზიტორს ჯასტინ გურვიტცს.

ცერემონია ლონდონში  ალბერტ-ჰოლში გაიმართა. საიუბილეო 70-ე ცერემონიას სამეფო ოჯახის ახალგაზრდა  წევრები - კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი და ჰერცოგინია ქეით მიდლტონიც ესწრებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე