საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 10:08 | 13.02.2017
ნანახია: 1973

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია, - ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებას გერმანიაში პირადად იცავს. 
”სხვა დეტალებზე ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ და უმჯობესია ამაზე შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განცხადება”, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ. 
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. მამა გიორგი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. როგორც ”რუსთავი 2” იუწყება, საქმეზე ასევე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე