ოზურგეთში მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:44 | 12.02.2017
ნანახია: 1228

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შსს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.დაჭრილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე