ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის - არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილი მრევლს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 14:42 | 12.02.2017
ნანახია: 1330

არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მრევლს მოუწოდა, პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ილოცონ. 

”ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის”, - მიმართა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს არქიმანდრიტმა.

ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე