ცივი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 12.02.2017
ნანახია: 2523

ცივი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში 12 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ითოვებს. 

უახლოეს დღეებში საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლი. არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამით ტემპერატურა -10-6 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია 3-5 გრადუსი; ღამით -6 გრადუსი, მთაში -13 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში -16 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით ტემპერატურა შესაძლოა -4 გრადუსამდე დაეცეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე