რუსთავში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის პიკაპი ხეებს შორის შევარდა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 12.02.2017
ნანახია: 1328

ავარია რუსთავში - შემთხვევა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კუთვნილი Mitsubishi-ს მარკის პიკაპი ხეებს შორის შევარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ ამის გამო მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე