სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 11:42 | 12.02.2017 ნანახია: 1192სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გასვლით სხდომაზე, რომელიც აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით (INL) ჩატარდა, კახა კახიშვილმა პენიტენციური სისტემის განვითარების პროცესში საბჭოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, სისტემის მართვის თავისებურებებზე ისაუბრა და ასევე, აშშ-ს საელჩოს საქართველოში და INL-ს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პროცესში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გაცნობა სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევქმენით საკონსულტაცო საბჭო, რომელიც დაინტერესებული პირების და ახალი მონაწილეების მისაღებად ახლაც ღიაა. ეს ფორმატი საშუალებას იძლევა ღიად ვისაუბროთ ყველა საკითხზე და ნებისმიერ შეკითხვას გავცეთ პასუხი. ყოველთვის მზად ვარ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის და მათი რეკომენდაციების გაცნობისთვის, ასევე, ყველა იმ წინადადებისა და პროექტის განხილვისთვის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა მინისტრმა.
კახა კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების ძირითადი მიზანი სისტემაში ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეს მხრივ კი, წესრიგისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფაა. მან საბჭოს წევრებს ის ნოვაციები გააცნო, რომლის დანერგვასაც სამინისტრო, საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში გეგმავს, მათ შორისაა: მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება; შინაპატიმრობის შემოღება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელის აღნიშნული სახის ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, ასევე, სიახლეები პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხთან და პენიტენციურ დაწესებულებაში 3 წალმდე ასაკის ბავშვებთან ერთად მყოფ მსჯავრდებულ დედებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მსჯავრდებულ დედას, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო პენიტენციური დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, საშუალება მიეცემა შაბათ-კვირას დაწესებულება დატოვოს და ეს დრო შვილთან გაატაროს. ამასთან, მინისტრმა სისტემის მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვაზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა საშიშროების რისკის მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაციაზე, რისკის გადაფასების შესაძლებლობებზე, მსჯავრდებულთა დასაქმების, განათლებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროგრამებზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან საბჭოს მუშაობაში ასევე, მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. სასჯელაღსრულების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა დეტალურად საბჭოს წევრებს უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაში, მონაწილეობდნენ პენიტენციური, სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები, რომლებმაც თავიანთი დეპარტამენტების საქმიანობის სფეროების შესაბამისად, საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს. სხდომაზე დისკუსია გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს პატიმართა დასაქმების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით შექმნილი ონლაინმაღაზიის (online.moc.gov.ge) პროექტები, დაგეგმილი ცვლილებები და საბჭოს ფორმატში შეხვედრები. ამასთანავე, კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს.
INL-ის მრჩევლის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში ენტონი სტრეველერის განცხადებით, საბჭოს შეხვედრა ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის წარმოებასა და მის განვითარებაში.
„აშშ-ს საელჩოს INL-ის განყოფილება სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრას. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დიალოგი და შესაძლებლობა მინისტრისა და სამინისტროსთვის, რაც საშუალებას იძლევა შეთავაზებული ინიციატივები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იქნას განხილული პოლიტიკის შემუშავების ადრეულ სტადიაზე, შემდგომ კი, გამოთქმული წინადადებების გაანალიზება და გათვალისწინება მოხდეს. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის გამოვყოფდი საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში იქმნება. ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ახალ პროექტებს, რომლითაც გათავისუფლების შემდგომ პატიმრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მხარდაჭერა ხდება. საბჭოს მუშაობით სამინისტროსა და საზოგადოებას შორის პარტნიორობა ვითარდება, რომელიც ხელს უწყობს საერთო წარმატებას“, - განაცხადა ენტონი სტრეველერმა.
საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა, მინისტრის სათათბირო ორგანოა. იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 42 წარმომადგენელი და ექსპერტი შედის. საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა