ჯორჯ და ამალ ქლუნები ტყუპებს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 09:56 | 10.02.2017
ნანახია: 1378

ამერიკელი მსახიობი ჯორჯ ქლუნი და მისი მეუღლე ადვოკატი ამალ ქლუნი ტყუპებს ელოდებიან.

ტელეარხ CBS-ის ცნობით, პატარები ივნისში უნდა გაჩნდნენ. ჟურნალი People წერს, რომ  მომავალი მშობლები ძალიან ბედნიერები არიან.

ქლუნების წარმომადგენლებს ამალის ორსულობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ხმები იმის შესახებ, რომ წყვილ მატებას ელოდებოდა, იანვარში გავრცელდა, როდესაც ამალ ქლუნი ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავისუფალი კაბით გამოჩნდა.

ჯორჯ ქლუნი და ამალ ალამუდინი ვენეციაში 2014 წელს დაქორწინდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე