„ძალა ერთობაშია" - სალომე კორკოტაშვილმა ამერიკაში გასამგზავრებლად დაფინანსება მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:36 | 08.02.2017
ნანახია: 2301

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა ამერიკაში გასამგზავრებლად დაფინანსება მიიღო ამის შესახებ ის თავის „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

ქართველმა მომღერალმა გამარჯვება 15 000 მუსიკოსს შორის მოიპოვა და ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის „SongBuilder Studio“-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა და დაფინანსების გარეშე გამგზავრებას ვერ ახერხებდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა, რომ ასე გვერდზე დგომა იცით. 15 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე ყველა იმ ადამიანს დავასახელებ, ვინც ჩემი ამერიკაში წასვლა დაასპონსორა! ძალა ერთობაშია“ – წერს მომღერალი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე