მადონამ ტყუპები იშვილა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 08.02.2017
ნანახია: 1460

 

დასავლური მედიის ცნობით, 58 წლის მადონამ მალავიელი ტყუპი გოგონები იშვილა.გოგონები - სტელა და ესტერი მალე მადონასთან ერთად აშშ-ში გაემგაზვრებიან. ბავშვების დედა 2012 წელს მათი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გოგონებს ბებიები ზრდიდნენ, თუმცა მათზე მზრუნველობა ვერ შეძლეს და ტყუპები ბავშვთა სახლის მიაბარეს. მალავიის კანონების თანახმად, აშშ-ში მადონასთან ერთად მთავრობის წარმომადგენელიც გაემგზავრება, რათა დარწმუნდეს, რომ მას ბავშვების უზრუნველყოფა შეუძლია.

მომღერალს შვილად აყვანის პროცედურა პირველად არ გაუვლია. მისი უმცროსი შვილები დევიდიც და მერსიც მალავიაში დაიბადნენ. მათზე მეურვეობის საბუთები მადონამ 2008 და 2009 წლებში გააფორმა.

მომღერალს კიდევ ორი ბიოლოგიური შვილი - 20 წლის ლურდესი და 16 წლის როკო ჰყავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე