37 წელი პირდაპირ ეთერში - რატომ იხურება "პიკის საათი"?!

საქართველო, თბილისი - 13:29 | 08.02.2017
ნანახია: 1412

ეს ისტორია უნდა დასრულდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაუწყებლის შენობას ე.წ "შპაკლი" აკლია, ან რომელიღაც კამერისთვის ჭანჭიკია შესაძენი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი, წამყვანი ლანა ბლიაძე სოციალურ ქსელში წერს და 37 წლიან მაუწყებლობასთნ დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს"

"ეს "პიკის საათია", საზოგადოებრივი რადიო 1-ის დილის პოგრამა, გადაცემა, რომელიც 37 წლის განმავლობაში პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს, გადაცემა, რომელმაც გამოზარდა ისეთი კადრები, რომლებიც სხვადასხვა ტელეკომპანიის წამყვანი სახეები არიან. დღეს კი ეს ისტორია უნდა დასრულდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაუწყებლის შენობას ე.წ "შპაკლი" აკლია, ან რომელიღაც კამერისთვის ჭანჭიკია შესაძენი.
გადაცემების დახურვის მთავარი მიზეზი ფინანსური კრიზისია, ვინმემ ამიხსნას, როგორ შეიძლება რადიოს დახურვამ გადაჭრას ეს პრობლემა, მაშინ, როდესაც 44 მილიონიდან მხოლოდ 1.4 მილიონით ფინანსდება რადიო. (გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 102 გადაცემიდან 61 გადაცემას სწორედ რადიო ამზადებს.)
მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მეც და ჩემს კოლეგებსაც, იმედია უახლოეს მომავალში კითხვის ნიშნები ძახილის ნიშნებად გადაკეთდება", - წერს ლანა ბლიაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე