"მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან" - 8 წლის წინ მომხდარი შვილის ტრაგიკული ისტორია

საქართველო, თბილისი - 12:21 | 08.02.2017
ნანახია: 2068

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია, 8 წლის წინ მომხდარ შვილის ტრაგიკულ ამბავს იხსენებს და ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც ... - თქვენი შვილი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს, კომაშია..". მერე იყო საავადმყოფოს კედლები, მკაცრი ბადრაგი, ექიმების გადაწურული დიაგნოზი, ტელევიზიები, სიუჟეტები, მეგობრები, მამა სოკრატეს პარაკლისი, ..... მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან...... მას მერე 8 წელი გავიდა....დიახ 8 წელი!!! ჯაბა ისევ კომაშია.... დედა ისევ ელოდება, დედას იმედი არ დაუკარგავს..... უვლის, ეფერება. დედა და დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..... გილოცავთ დავითობას!!!! შეგეწიოთ მადლი და ძალა!!!", - წერს მანანა გვასალია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე