მირანდა კერი ქორწინებამდე საქმროსთან სექსზე უარს ამბობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:26 | 07.02.2017
ნანახია: 1571

33 წლის მოდელმა მირანდა კერიმ განაცხადა, რომ ის და მისი 26 წლის საქმრო ევან შპიგელი ოფიციალურ ქორწინებამდე  ფიზიკური სიახლოვისგან თავს იკავებენ.

ჟურნალისტების შეკითხავზე, აპირებენ თუ არა შვილის გაჩენას მირანდამ უპასუხა რომ მისი საქმრო ძალიან ტრადიციული ადამიანია და მიანიშნა, რომ ქორწინებამდე სექსზე უარს ამბობენ. ”ჯერჯერობით არა. მხოლოს მას შემდეგ რაც დავქორწინდებით. ჩემი პარტნიორი ძალიან ტრადიციული ადამიანია. ჩვენ არ შეგვიძლია”, - განაცხადა მოდელმა.

 
 
 
მირანდა კერი და Snapchat-ის დამფუძნებლი მილიარდერი ევან შპიგელი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. 2016 წელს წყვილი დაინიშნა.

მირანდას თქმით, ევანი მისი ასაკის მიუხედავად სერიოზულია და ოჯახური ცხოვრებისთვის სრულიად მზად არის. ”ის არ დადის წვეულებებზე, ადრე იძინებს და ზღვის სანაპიროზეც კი მუშაობს”, -აღნიშნა მირანდამ.

 

 

მანამდე მოდელი მსახიობ ორლანდო ბლუმზე იყო გათხოვილი, მათ ერთი ვაჟი ფლინი ჰყავთ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე