შსს-მ ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:25 | 06.02.2017
ნანახია: 1231

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ პირადი მიმოწერით ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს”, - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინული გამოცემა "უკრაინული რევოლუცია" სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი დღეს გამოქვეყნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე