გვანცა დარასელია მაყურებელს დაემშვიდობა - "გტოვებთ მხოლოდ დროებით"

საქართველო, თბილისი - 13:34 | 05.02.2017
ნანახია: 3398

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია მაყურებელს დაემშვიდობა, ამის მიზეზი გვანცას ორსულობა გახდა. ის რამდენიმე თვეში, მეორე შვილის დედა გახდება.

ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

“თუ ბავშვი მართლა გრძნობს ემოციებს და ესმის ხმები მუცლად ყოფნის დროს, ესე იგი ჩემი გუნდის სახით მას უკვე ჰყავს საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრები. მე მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი ადამიანები ამ სამსახურში. ჩვენი ერთგული მაყურებლების კეთილი სურვილები და სიყვარული მიმაქვს დეკრეტულ შვებულებაში. გტოვებთ მხოლოდ დროებით და ძალიან საპატიო მიზეზით“.

გვანცა დარასელიას დროებით ლიკა ევგენიძე შეცვლის, რომელიც ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე