ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 15:44 | 03.02.2017
ნანახია: 1433

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მუსაჯა.

ბრალდებულს შეყელაძის მკვლელობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამ უკანასკნელს სხვა დანაშაულის კიდევ სამი წელი დაემატა .

გამოძიების ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი 32 წლის ზიზი შეყილაძე 14 ოქტომბერს გვიან ღამით ორთაჭალაში დაჭრეს.

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს სამართალდამცავებმა 1985 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე