მარიხუანას დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში ბრალდებულ სასულიერო პირს 2 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:49 | 02.02.2017
ნანახია: 1883

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა მარიხუანას დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში ბრალდებულ სასულიერო პირს გიორგი ჯახუას. მას ბრალი სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც მარიხუანას დათესვას, მოყვანასა და კულტივირებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე