ბიონსე ტყუპებზეა ფეხმძიმედ

საქართველო, თბილისი - 09:56 | 02.02.2017
ნანახია: 1474

ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა ბიონსემ დაადასტურა, რომ ფეხმძიმედაა. ამის შესახებ მან ინსტაგრამში დაწერა.

„გვინდა ჩვენი სიყვარული და ბედნიერება გაგიზიაროთ. ჩვენი ოჯახი 2 ადამიანით გაიზრდება. მინდა ყველა ჩვენს გულშემატკივარსა და კეთილის მსურველს მადლობა გადაგიხადოთ,“- წერს ბიონსე.

პოპ-ვარსკვლავი რეპერ ჯეი ზისთან ქორწინებაში უკვე 9 წელია იმყოფება. მათ 5 წლის ქალიშვილი ჰყავთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე