ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს

საქართველო, თბილისი - 18:18 | 31.01.2017
ნანახია: 1318

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხი არ განიხილება. 

”რაც შეხება ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე განმარტებით, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის არც ვანო მერაბიშვილს მიუმართავს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე