"ნიჭიერი 2017" ეკატერინე აბულაძე გახდა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 31.01.2017
ნანახია: 1861

“ნიჭიერი 2017” დასრულდა, ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის სტატუსი “ძია ნოდარის ბენდის” წევრმა ეკა აბულაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცა.

“არ ველოდი ასეთ წარმატებას, ახლაც გაოცებული ვარ. პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ერთ მომენტში ბენდის ბიჭებს ვუთხარი კიდეც წავედითთქო. ჩემთვის ეს ტიტული მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მოგებული ბინაც, რომელიც ასე მჭირდებოდა”, - განაცხადა ეკა აბულაძე.

გუშინდელ ფინალურ შოუში, სულ შემოსული იყო 134506 ხმა და ამ ხმების უმრავლესობა, 42% მიიღო ეკატერინე აბულაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე