სუხიშვილების ფეხები მილიონ ლარად დააზღვიეს

საქართველო, თბილისი - 12:45 | 29.01.2017
ნანახია: 1679

“სუხიშვილები” პირველი მოცეკვავეები არიან საქართველოში, ვისი ფეხებიც ამიერიდან 1 მილიონი ლარით არის დაზღვეული. ამის შესახებ ინფორმაციას musicbox ავრცელებს.

ხელშეკრულების მიხედვით, ნებისმიერს, ვინც მიიღებს ტრავმას, რომელიც აუკრძალავს შემოქმედებით საქმინობას, 2 წლის ხელფასი აუნაზღაურდება – ჯამში ეს თანხა ერთი მილიონი ლარია.

აქამდე კი, შეთანხმების მიხედვით, ამერიკული მხარე მხოლოდ კონცერტის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯებს ანაზღაურებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე