რატომ სურდა რუსეთს ცერცვაძის დაკავება და რა ინფორმაციას ფლობს ქართველი პოლკოვნიკი?!

საქართველო, თბილისი - 13:31 | 27.01.2017
ნანახია: 1338

რუსეთის ამოცანაა, მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია იმ პირების დაკავებაზე, ვისაც აქვს ინფორმაცია სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების სტრუქტურაზე და ყველაფერ იმაზე, რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადა. ძიების დასრულებამდე, რაც 40 დღიან ვადას მოიცავს, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე